ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება, მოლაპარაკებების მთავარი თემა კი მშვიდობის ფორმულა იქნება.
“გასულ წელს ჯიდაში, მრჩეველთა დონეზე ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ ახლა პირველ მშვიდობის სამიტს ვუახლოვდებით და საუდის არაბეთის აქტიური მხარდაჭერის იმედი გვაქვს.
მეორე თემა ტყვეებისა და დეპორტირებულთა დაბრუნება.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ უკვე შეიტანა წვლილი ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც შედეგს გამოიღებს.
ჩვენ ასევე განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებს და საუდის არაბეთის ჩართულობას
უკრაინის რეკონსტრუქციაში”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა