– რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობითაა შესაძლებელი

რუსეთის არმიამ, მიმდინარე კვირაში, უკრაინის წინააღმდეგ 900-მდე საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 900 საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ი და 40-ზე მეტი რაკეტა. რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობით – უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში ერთიანობით და ომთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენაში ერთიანობით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით დაბომბეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას