– ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს

ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ წელს, 12-დღიანი ომის დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროგრამების მუშაობა შენელდა.

„ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა კვლავ მოხდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის, -ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი კვლავ მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.

„სამმხრივი შეხვედრის გადადება არ მომხდარა, ირანზე შეტევის მიუხედავადაც კი, ამიტომ, მჯერა, რომ იგი გეგმის მიხედვით, შესაძლოა, 5 ან 6 მარტს გაიმართოს. შესაძლოა, აბუ-დაბიში აღარ ჩატარდეს. მე უპირატესობას ჟენევას ვანიჭებ, რადგან ომი ჩვენს კონტინენტზეა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს