ვინ შეუერთდება ნიკა მელიას ახალ პარტიაში | რას ამბობენ ენმ-დან წასულები

ვინ შეუერთდება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეს, ს, რომელიც ახალ პარტიას აფუძნებს. მისი თანამოაზრეები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, პარტია იანვრის ბოლოს ჩამოყალიბდებდა და საზოგადოებისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
“ამ ეტაპისთვის არაფერი კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, მათ შორის არც კონსულტაცია გაგვილია ნიკასთან და ასე შემდეგ. უახლოეს პერიოდში ალბათ გამოჩნდება. [მისი გუნდის წვერი იქნებით?] არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა”, – ამბობს ენმ-ის ყოფილი წევრი, .
ხათუნა შამუგია, ზუგდიდში საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის ყოფილი წევრი ამბობს, რომ აპირებს ნიკა მელიას შეუერთდეს, თანამშრომლობას გეგმავს დეპუტატი ლაშა ბეჭვაიაც.
რაც შეეხება პარლამენტის დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, ის ამბობს, რომ ნიკა მელიას, როგორც პოლიტიკოსს აფასებს, თუმცა მას ღიად განცხადება თანამშრომლობაზე არ გაუკეთებია.
“ნიკას მივიჩნევ ძალიან ღირებულ მებრძოლად ოპოზიციურ ველზე, ს წინააღმდეგ და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს და კონტრიბუცია შეიტანოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჩემთვის ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში ნიკასაც ზუსტად ამ კუთხით ვაფასებ. მომავალ თანამშრომლობაზე მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა მქონდა კომუნიკაცია და მქონდა ყოველთვის, მას შემდეგ, რაც პარტიიდან წამოვედი, მომავალ თანამშრომლობაზე, კონფიგურაციაზე, ჩარჩოზე, ისტებლიშმენტზე ნამდვილად არ მისაუბრია არავისთან”, – ამბობს დეკანოიძე.