დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია წმინდანად შერაცხულ მეფეს, დავით აღმაშენებელს იხსენიებს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა – ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
8 თებერვალს კავკასიისა და საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა, კავკასიაში პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნა უკავშირდება: 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი – ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დავით აღმშენებლის ხსენებისა და პირველი უნივერსიტეტის დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად