დევიდ კამერონი პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მეორე დღეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, კამერონმა თქვა, რომ ქვეყანა დამატებით 30 მილიონ ფუნტს გამოყოფს ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად.
თანხა მოხმარდება გაეროს და სხვა სააგენტოების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყონ ადამიანების დახმარება, მათ შორის თავშესაფრით და მედიკამენტებით.
კამერონის თქმით, ბრძოლის შეჩერება საშუალებას იძლევა ღაზაში მყოფ მოქალაქეებს მეტი დახმარება გაუწიონ.
„მოსალოდნელია, რომ კამერონი პალესტინელ ლიდერებთან საუბრისას კრიზისის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას განიხილავს“, – წერს „ბიბისი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული