გაიზიარეთ ცოტნე ზედგინიძის სიხარული

უნიჭიერესმა ქართველმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ ბერლინში კონცერტი გამართა. მუსიკოსს აღფრთოვანებული მსმენელი ფეხზე დამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს.
თეონა ჯორბენაძე:
“ჩვენმა ცოტნემ ბერლინის ისტორიული დარბაზის მსმენელი ფეხზე დააყენა. ეს არის ჩვენი სიამაყე და ბედნიერება, ვულოცავ ცოტნეს ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ნიკოლოზ რაჭველს და ლიზას ბათიაშვილს, რომელთა გარეშეც ასეთი წარმატების მიღწევა რთული იქნებოდა. ლიზას საქველმოქმედო ფონდის Lisa Batiashvili Foundation დამსახურებით ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები უკვე საერთაშორისო სცენების ვარსკვლავები არიან, ყველა მათგანი ევროპის საუკეთესო მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია.
ბერლინში ცოტნეს პირველი სოლო-კონცერტის მთავარი ორგანიზატორი Bernstein-ის სათაო ოფისი გახლდათ. ცოტნემ ბეთჰოვენის, ბერგის, შუმანის და ვაგნერის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარი კომპოზიციაც შეასრულა და რაც მთავარია, 15 წლის ქართველ კომპოზიტორს და პიანისტს ერთ-ერთმა საუკეთესო გამომცემლობამ გაუფორმა კონტრაქტი.
ეს არის ჩვენი ქვეყანა, გილოცავთ ყველას!”

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”