ბოლო სამ თვეში, ყველაზე მეტი მნახველი იმერეთს ჰყავდა – შიდა ტურიზმის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მე-3 კვარტალში ქვეყნის ფარგლებში, სხვადასხვა მიზნით, თვეში საშუალოდ 1 405 ადამიანი გადაადგილდებოდა. მათ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით 1767 ადგილი მოინახულეს, აქედან, 822 – ტურისტული მიზნით.
აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო იმერეთის რეგიონია. დაახლოებით იგივე რაოდენობის მნახველი ჰყავს თბილისს. შემდეგ მოდის აჭარა და კახეთი.
საქსტატი მონაცემების მიხედვით, შიდა ტურიზმში ყველაზე აქტიურები 31-50 წლის ასაკის მოსახლეობაა. ადგილობრივი ვიზიტორების 55,3% ქალები არიან, 44,7% კი კაცები.
რაც შეეხება გადაადგილების მიზანს, ყველაზე მეტი წილი მეგობრებისა და ნათესავების მონახულებაზე მოდის (43,7%). მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნის შიგნით საყიდლებისა (17,3%) და რეკრეაციული მიზნებისთვის (16,5%).
საინტერესოა ფინანსური მონაცემებიც: 2023 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას, თვეში საშუალოდ 366,2 მილიონ ლარი იხარჯებოდა. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 5,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სამაგიეროდ, თითქმის 12%-ით შემცირდა თითოეულ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი და 207,3 ლარი გახდა.
რაც შეეხება ხარჯების ტიპს, ამ პერიოდში ყველაზე მეტ ფულს ადამიანები საკვებში, სასმელსა და საყიდლებში ხარჯავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”