არჩილ გორდულაძე – დასანქცირებითა და მოგზაურობის აკრძალვით ვერავინ შეძლებს ივანიშვილს კურსი და ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შეაცვლევინოს – თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია

ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ივანიშვილისთვის და ჩვენი გუნდისთვის თანხებს მნიშვნელობა არა აქვს და თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია – დასანქცირებითა და მოგზაურობის აკრძალვით ვერავინ შეძლებს ივანიშვილს კურსი და ქართველი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება შეაცვლევინოს, – ასე უპასუხა აშშ-სგან მოსალოდნელ დასანქცირებაზე დასმულ კითხვას უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის შეფასებით, „სანქციებზე და მოგზაურობის აკრძალვაზე ამდენი საუბარი, სასაცილოც არ არის“.
„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში სანქციებთან დაკავშირებული განცხადებები კეთდება. ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც მცდელობა იმისა, რომ “კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ” რაიმე სარგებელი ნახოს და ზედაპირზე ტივტივი შეძლოს.
არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდმა, არამედ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში დასანქცირდა და მას კონკრეტულ თანხებზე წვდომა ახლაც შეწყვეტილი აქვს, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ივანიშვილისთვის და ჩვენი გუნდისთვის თანხებს მნიშვნელობა არა აქვს და თანხების მიღების ხელშეშლით დაშანტაჟება წარმოუდგენელია.
რა ტიპის შანტაჟიც არ უნდა იყოს საქციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ ევროპისკენ“, – განაცხადა გორდულაძემ.
„ამერიკის ხმა” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა