,, არსებული ინფორმაციით მას ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გამომდინარე იქედან, რომ ძალიან მაგრად ჩაისვარეს გუშინდელ მიტინგზე რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რაც ოპოზიციონერმა იაგო ხვიჩიამაც კი დაადასტურა, ახლა დარჩათ ერთადერთი იმედი – გამთენიისას საქართველოში ჩამოდის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც სანქციების დაწესების მთავარი კოორდინატორია.
არსებული ინფორმაციით მას ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების და როდესაც ხვალ შედგება ეს შეხვედრა ო’ბრაიენის და ბიძინა ივანიშვილის, საუბარი სწორედ ბიძინა ივანიშვილის სანქციებს შეეხება.
ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, რომ გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)