,, აი თქვენ რა შუაში ხართ ევროპასთან, ეგ ვერ გაიგო ნაწილმა” – ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას

,,ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,პოლიტიკოსები ქართველებს ევროპის უპირატესობებს რუსეთთან ისე უხსნიან, თითქოს ქართველებმა არ იცოდნენ.
იციან!
იცის 80-მა პროცენტმა!
ეს ჩანს ყველა კვლევაში!
მაგრამ ამ 80 პროცენტის ნაწილი
მაიინც სტატუს კვოში რჩება იმიტომ, რომ:
1. ცვლილებას ომს უკავშირებს –
გულწრფელად სჯერა რომ თუ “მიშა მოვა” ომი იქნება.
ამაზე ჩვენ გარდა არავინ ელაპარაკება.
არავინ უხსნის რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა მეტი მსხვერპლი (1992-1993 წლები და აფხაზეთი ამის მაგალითია) და სხვისი ომების ომია (უკრაინაში მოკლულ რუს სამხედროებში ეთნიკურად რუსების რაოდენობა შეადარეთ ბურიატების, ჩუქჩების, კალმიკების და ა. შ. რაოდენობას – შემზარავად დიდია ეთნიკური უმცირესობების წილი).
პოლიტიკოსების აზრით ქართველი ხალხი სულელია და ამას ვერ გაიგებს, ამიტომ არ უნდა შეიმჩნიო პროპაგანდა, წაუყრუო! (90 წლების ინერცია – ტელევიზიას რომ აკონტროლებ, რომ გგონია ნარატივსაც აკონტროლებ, ამ დროს 2024 წელია და ქოცების პროპაგანდისტული ნიაღვარი მოდის უთოდანაც, თავის საქმეს აკეთებს ცარიელ კარში).
2. ცვლილებას შურისძიებას და არეულობას უკავშირებს.
სისტემაზე ჩვენ გარდა არავინ ელაპარაკება – ქარტიაზე ლაპარაკობენ აქა იქ, რომ პრეზიდენტს ასიამოვნონ – და ეგაა.
არავინ მსჯელობს და კამათობს იმაზე სისტემურად ეს როგორ უნდა გამოირიცხოს.
3. თვლის, რომ ყველა ერთი ნაგავია – ჩათვლის კიდეც, ოპოზიცია ხომ
საგნობრივად არ კამათობს? უწესოდ ექცევა ერთმანეთს, სრულიად უზნეოდ, მაგრამ ახლა სისტემაზე რომ
იკამათო – “აპაპაპა ხალხს არ მოეწონება”.
მოკლედ, კოლეგებო (🤡), ქართველებმა იციან რომ ევროპა კარგია.
აი თქვენ რა შუაში ხართ ევროპასთან, ეგ ვერ გაიგო ნაწილმა და ეგ აუხსენით – უფასო ფულის თემა ბიძინამ გაცვითა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს