„აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ“ – სახალხო დამცველი

„აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ“ – სახალხო დამცველი
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მან დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისაგან.
“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“, – წერს იოსელიანი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი გამოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებულები ვართ – ლაშა ხუციშვილი

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე, ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს – ლევან მოსეშვილი