YouTube-მა ნიკიტა მიხალკოვის არხი დაბლოკა

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც იგი თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“.
მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა, რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი.
თავად მიხალკოვმა განაცხადა, რომ მისი გუნდი საკმაო ხანია რუსულ რესურსებზე გადავიდა. „განვაგრძობ სიმართლის, ჩემი სიმართლის თქმას, რომელიც, შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ რომელსაც ზუსტად ვეძებ“, – ამბობს რეჟისორი.
მიხალკოვის გადაცემა 2011 წლიდან გამოდის და YouTube-არხის გარდა, ს ერთ-ერთ მთავარ ტელეარხზეც გადიოდა 2014-20 წლებში. გადაცემაში მიხალკოვი, – რუსული იმპერიალიზმისა და პრეზიდენტ ს ღია მხარდაჭერი, – სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა, მათ შორის თითქოს ბილ გეიტსს კორონავირუსის ვაქცინით დედამიწის მოსახლეობის ჩიპირება სურდა.

ასევე დაგაინტერესებთ