WSJ – ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში განლაგებულ ფრანგ ჯარისკაცებს თავს დაესხმებოდა, მათი ჩარევა საჭირო არ იქნებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა -ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ თუ ში განლაგებულ ფრანგ ჯარისკაცებს თავს დაესხმებოდა, მათი ჩარევა საჭირო არ იქნებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას WSJ-ი ფრანგ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, თებერვალში ჯო ბაიდენსა და ოლაფ შოლცს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ პარიზში გასამართი სამიტის წინ პირადად ესაუბრა და შეეცადა, რომ ისინი დასავლეთის სტრატეგიის შეცვლაში დაერწმუნებინა.
ამერიკული გაზეთის წყაროების განცხადებით, ჯო ბაიდენმა სტრატეგიის ცვლილების აუცილებლობა ეჭვქვეშ დააყენა, იმ მიზეზით, რომ იგი ესკალაციას გამოიწვევდა, ხოლო შოლცმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი ნატო-ს წევრ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევდა.
მოკავშირეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს პარიზში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის ჯარების განთავსებას არ გამორიცხავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ