WP: აშშ რუსეთს აფრთხილებდა კონკრეტულად „კროკუს სიტი ჰოლზე“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომ მოსკოვში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ვაშინგტონის გაფრთხილება ზოგადი ხასიათის იყო.
გამოცემა Washington Post-ი შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ 6 მარტს გააფრთხილეს სწორედ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ ისლამისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ.
გამოცემის თანახმად, გაფრთხილების კონკრეტული შინაარსი ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონი დარწმუნებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ თავდასხმის მზადებაში.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზზე 22 მარტს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა, შეტყობინების დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ნარიშკინი ირწმუნებოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მარტის დასაწყისში მიღებული ინფორმაცია ზოგადი იყო და იმ მომენტისთვის არ დადასტურდა.
გამოცემა Washington Post-ის წყაროთა თანახმად, 6 მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ტერორისტების კიდევ ერთი პოტენციური სამიზნე მოსკოვის სინაგოგაა. მეორე დღეს, 7 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ აღკვეთა სინაგოგაზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმა.
მას შემდეგ, რაც 6 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არსებული საკომუნიკაციო არხებით რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, 7 მარტს საელჩომ მოსკოვში -ის მოქალაქეები საჯაროდაც გააფრთხილა, თავი აერიდებინათ დიდი შეკრებებისა და კონცერტებისთვის.
ამ გაფრთხილებაზე 19 მარტს, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმამდე სამი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ილაპარაკა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე გამოსვლისას და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პროვოკაციული გაფრთხილება შანტაჟს ჰგავდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციას.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 144 ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი დაუკავშიროს ს და „ს რეჟიმის“ მხარდამჭერ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს. ისინი მოსკოვის მცდელობას პროპაგანდას და აბსურდს უწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…