რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი ოპოზიციისთვის არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიოს.
„ეს კანონი არის შესაძლებლობა, რომ სხვანაირად არ გამომდის (ოპოზიციას) ოცნებასთან, რამდენჯერმე წავაგე არჩევნები და ეგებ ისეთი თემა დავიხვიო, რომლის გარშემო შიგნითაც ავრევ და განსაკუთრებით გარე ძალებს დავაჯერო, რომ ოცნება იმდენად ცუდია, დადგა დრო შეიცვალოს და მე მოვიდე“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ გამოიტანა ხელმეორედ განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციის წარმომადგენელს შევხვდი და მითხრა, „ქართულ ოცნებას“ ხომ არაფერი ემუქრებოდა ამ არჩევნებზე, ომი ააცილა ქვეყანას, წარმატებული ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამ სიტუაციაში რად უნდოდა ამ კანონის დაბრუნებაო?! ძალიან ბევრ ელჩს ვხვდები და ბევრს აქვს ეს კითხვა, რადგან ყველას მიაჩნია, რომ ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს ქვეყანაში, ყველას უკვირს ეს კანონი რატომ გამოაგდო ახლა, არჩევნებამდე.
ახლა მე დავამატებ სხვა რაღაცას. ლაპარაკია იმაზე, რომ ოცნება არის პრორუსული, ამ კანონმა რაღაცნაირად ოცნების პრორუსულობა გამოაჩინა და ახლა ახალი რაღაცები დაემატა, განსაკუთრებით ს გამოსვლის შემდეგ, რომ აი, დაგვიანონსადიქტატურა, დაგვიანონსა რუსეთში შესვლა. ახლა კანონზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ამიტომ ყველა გაურბის კანონის განხილვას.
მე ეს კანონი განხილული მაქვს, იმიტომ, რომ ამ კანონის მიხედვით მე ვარ უცხოური ძალა. 20 წლის ვიყავი აქედან რომ წავედი. ნახევარი ცხოვრება ამერიკაში მქონდა გატარებული. ამის გარდა 2 წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და 8 წელი ინგლისში. ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში, რომელიც უამრავი კომპანიის აშენებას მოხმარდა. მე ძირითადად სულ დასავლური ფული შემომქონდა და მიმაჩნია, რომ კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. ამიტომ ეს ღირებულებაც მესმის, რომ დასავლურმა ფულმა როგორ შეიძლება ქვეყანაში კარგი საქმე გააკეთოს. ამიტომ ის, რომ მე ან ჩემი ოჯახი ვემტერებით დასავლურ ფულს, ასე არ არის“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე – არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! – ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის