VIDEO: კიევში ექიმებმა ბავშვის გულიდან ნაღმის ფრაგმენტი ამოიღეს

კიევში ექიმებმა ხერსონში სროლის ქვეშ მოხვედრილი ოთხი წლის გოგონას გულიდან რუსული ნაღმის ფრაგმენტი ამოიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„რუსული ნაღმის ფრაგმენტი უკრაინელი გოგონას გულში. ხერსონში ოთხი წლის ბავშვს ცეცხლი გაუხსნეს. სასწაული იყო, რომ გადარჩა”, – აღნიშნა ექიმმა.
მისი თქმით, ფრაგმენტი ნეოდიმის მაგნიტის გამოყენებით ამოიღეს. ოპერაციის შემდეგ გოგონას მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე დაგაინტერესებთ