UNIAN: დანილოვის თქმით, უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებამდე არ იქნება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, ში არჩევნები საომარი სიტუაციის გაუქმებამდე არ იქნება. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ დანილოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც დასრულდება საომარი მდგომარეობა. ამისთვის, ჩვენ გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ და ჩვენ, ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – ციტირებს გამოცემა დანილოვის სიტყვებს.

ასევე დაგაინტერესებთ