U21. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ბრატისლავაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც მეოთხე კალათაში იყო, C ჯგუფში პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან მოხვდა.
ფინალური ტურნირი ივნისში სლოვაკეთში ოთხ ჯგუფში ჩატარდება და თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში ხორვატია დაამარცხა და ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპირველობაზე.
სხვა ჯგუფები
A ჯგუფი: , ესპანეთი, იტალია, რუმინეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია
D ჯგუფი: ფინეთი, ნიდერლანდები, ,

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }