Threads-ს უკვე 150 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს – რა მოლოდინები აქვს მარკ ცუკერბერგს

Threads პლატფორმას უკვე ჰყავს 150 მილიონზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი. ამის შესახებ Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, იუწყება Engadget.
მისი თქმით, აპლიკაცია „აგრძელებს განვითარებას იმ ტრაექტორიაზე“, რომელიც დასახული იყო. თებერვალთან შედარებით, Threads-ის ახალი მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 20 მილიონი ადამიანით.
ახალი შედეგები აჩვენებს, რომ Threads აგრძელებს სტაბილურად ზრდას, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ივლისში აპლიკაციის გაშვების პირველ დღეებში. მაშინ Threads-მა ChatGPT-ის გამოშვებაც კი დაჩრდილა.
მარკ ცუკერბერგმა შემოდგომაზე განაცხადა, რომ Meta იმედოვნებს Threads-ს გადააქციოს „საჯარო საუბრის აპლიკაციად მილიარდი ადამიანისთვის”, რომელიც „უფრო პოზიტიური“ იქნება ვიდრე ზოგიერთი კონკურენტი.
ამჟამად Threads უნიკალურია Meta აპებს შორის იმით, რომ ის რეკლამის გარეშეა, ამიტომ კომპანია პირდაპირ მისგან ფულს არ შოულობს. სავარაუდოდ, ეს რაღაც მომენტში შეიცვლება, თუ Threads გააგრძელებს აუდიტორიის ზრდას.

ასევე დაგაინტერესებთ