The Telegraph: ბრიტანეთმა გააფრთხილა პუტინი, არ გამოიყენოს ტერორისტული თავდასხმა ომის ესკალაციისთვის

დიდი ბრიტანეთი კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ტერორისტული აქტი მოსკოვის რეგიონში, როგორც საბაბი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ RBC-Ukraine  The Telegraph-ზე დაყრდნობით იუწყება.

ბრიტანეთის უსაფრთხოების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ პუტინის სურვილი, დაადანაშაულოს , გასაკვირი არ არის, რადგან ის ცდილობს კიდევ უფრო მოატყუოს რუსი ხალხი, რომ თითქოს რუსეთში უთანხმოება არ არსებობს.

„ან (პუტინმა) არ უნდა გამოიყენოს ეს ფიქტიური კავშირი, საბაბად უკრაინაში მისი უკანონო ომის გააქტიურებისთვის“, – დასძინა წყარომ.

თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კერნსმა აღნიშნა, რომ რუსულმა მედია არხებმა გაავრცელეს უკრაინელი ოფიციალური პირების ყალბი ვიდეოები, რათა ეს ტერაქტი დაებრალებინათ უკრაინისთვის.

„არ არსებობს რაიმე  სანდო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მათ მონაწილეობაზე“, – დასძინა კერნსმა.