“ქოცებს დასავლეთის აზრი სულ წიხლზე კიდიათ. უფრო მეტიც, რუსებთან თავს იწონებენ დასავლეთთან კონფლიქტით”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა :
ვრცელი პოსტი თაობაზე იმისა თუ ახლა სად ვართ და გეგმა იმისა თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ. 30 აპრილის ღამეს პოლიციამ დაუშვა შეცდომა. უაზროდ გამოგვეკიდა ჩიტაძეზე სრულიად უწყინრად მდგარ ხალხს; მერე ასევე უაზროდ ჩამოგვყვა რუსთაველზე და მოვიდა ქაშვეთამდე. მერე მიხვდნენ, რომ “ჩვენს ველზე” შემოვიდნენ, სადაც ვერც დაგვეწეოდნენ, ვერც გვაჯობებდნენ. დამარცხდნენ და წავიდნენ. ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე არ (!) მივიყვანეთ. არავინ მოუწოდა მომიტინგეებს რომ არ დავშლილიყავით, წრე შემოგვერტყა პარლამენტისთვის, დაგვეპოსტა და მოგვეწოდებინა ყველასთვის დილიდან შემოგვერთებოდნენ, დაგვხმარებოდნენ პარლამენტის დაჭერაში, რათა ის 83 არსება არ შეგვეშვა პარლამენტში. დავიშალეთ, მაგრამ პოლიციაზე გამარჯვებამ შექმნა დინამიკა/ინერცია (we gained the momentum), რომელსაც შენარჩუნება და განვითარება სჭირდებოდა (capitalization on the victory).
დღეს პოლიციამ ისწავლა ჭკუა და შეიკეტა პარლამენტს შიგნით. მათ აქვთ ორი ამოცანა:

1. კორუმპირებული მონები უსაფრთხოდ შეუშვას და გამოუშვას პარლამენტიდან;

2. მომიტინგეებმა არ დაიკავონ პარლამენტი, როგორც ძალაუფლების სიმბოლო. შიგნით შეკეტვით ამ ორივე ამოცანას წარმატებით ასრულებენ და ამ სტატუს ქვოს არც ხვალ და არც არასდროს შეცვლიან. რუსთაველზე იდექი, თუ გინდა ყირაზე გადადი, პოლიტიკურად ამით ვერაფერს ცვლი და რომ ვერ ცვლი, იქ მოსულ ხალხს დინამიკას რომ ვერ აჩვენებ, აქ იწყება ჩვენი მორალური შესუსტება და ხალხს რაღაც ეტაპზე უჩნდება კითხვა “რა შეიცვლება იქ რომ მივიდე? რა არის endgame?” ამას რომ ვერ ხედავს ადამიანი, მას მოტივაცია ეკარგება. ეს არის ქოცების ამოცანა. ვისაც ს 2011-2012 წლების პროტესტები ახსოვს, იცის რომ იქ პროტესტი ბევრად დიდი იყო (სხვა მასშტაბებია), მაგრამ ატარეს ასე წინ და უკან ეს ხალხი, დაღალეს და ბოლოს პუტინმა მოიგო. მთელი ეს სიტუაცია, თავისი რუსული კანონით, თავისი რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანით, პროტესტის იგნორით და ყველაფრით რუსული სახელმძღვანელოდან არის აღებული, ზუსტად იგივენაირად მიმდინარეობს. ეს ყველაფერი იმდენად იდენტურია, რომ მე მგონია ტაქტიკურ დონეზეც პირდაპირ რუსები მართავენ ამ ვითარებას. თუ არ ვიცით თუ რა მოხდა რუსეთში, მაშინ ჩვენც უნდა წავიკითხოთ ეს “სახელმძღვანელო” და გამოვიტანოთ დასკვნები, რით მოიგო იქ ხელისუფლებამ და რა ვერ გააკეთა ოპოზიციამ. ჩვენსკენ არის სიმართლე, წრფელი გული, ენთუზიაზმი, სიყვარული, მაგრამ ხელისუფლების მხარეს არის გონება, დაგეგმვა და მართვა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ერთადერთი შეცდომა დაუშვეს, როდესაც 30 აპრილს აქციის დაშლა დაიწყეს (უშედეგოდ) და ეგრევე წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც შემდეგ არ (!) განვავითარეთ. ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების შეცდომების იმედზე ვერ ვიქნებით. ახლა ვიქცევით იოლად გამოსაცნობად და მათ იპოვეს ჩვენი ქმედებისგან თავდაცვის მექანიზმი. ჩვენ ყოველთვის ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ჩვენგან არ ელიან; იქ უნდა ჩავაჭიროთ, სადაც ყველაზე მეტად არიან დაუცველები; როდესაც თავის დასაცავად რამე მექანიზმს მოიფიქრებენ, ჩვენ კედელს თავი არ უნდა ვურტყათ და ეს მექანიზმი სისუსტედ ვუქციოთ. მაგალითად, ახლა მოიფიქრეს, რომ 10 დღიანი დასვენება გამოაცხადონ. იმედი აქვთ, რომ ხალხი სოფლებში დაიფანტება 10 დღით და მინავლდება პროტესტი. ასევე იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ თუ მაინც შევიკრიბებით, პარლამენტი და სახელმწიფო დაწესებულებები მაინც არ მუშაობენ, პიკეტებს რა აზრი აქვს.
რა უნდა ვქნათ ჩვენ? აქამდე პრობლემად გვქონდა ის, რომ ხალხი სამსახურის შემდეგ, მხოლოდ ღამის საათებში ახერხებდა საპროტესტოდ გამოსვლას. კი, ვიღაცეები წავლენ სოფელში, მაგრამ ხომ ვიცით ყველა რომ არ წავა? მეტადრე Gen Z. ამიტომ, შეიძლება პროტესტის დღისით გადმოტანა. ღამის საათებში რომ ვკეტავთ სანაპიროს, ეს არავის ტკივა. თქვენ წარმოგიდგენიათ რას გამოიწვევს დღის საათებში გმირთა მოედნის გადაკეტვა? ს და ივანიშვილს რომ სახლში ან სამსახურში არ შეუშვებ, იცით რა რეაქცია ექნებათ ამაზე? ამას ასიათასიანი აქციები არ სჭირდება, მაქსიმუმ 5000 თითო ლოკაციაზე. უბრალოდ, ამას უნდა მართვა. დღეს პოლიციელები შეიკეტნენ პარლამენტის ჯებირების შიგნით და ხალხი კედელს თავით ასკდებოდა. კანცელარიას და ქოცების ოფისს ღობეები ხომ არა აქვს, ესენიც ხო ძალაუფლების ცენტრებია და იქ რატომ არ გადავედით? რატომ ვართ იოლად გამოსაცნობები? სადაც სუსტია იქ უნდა მიაწვე. საბოლოო ჯამში, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ თუ ორ რამეს ვიზამთ:

1. გავაჩერებთ მინიმუმ დედაქალაქს;
2. მოვახერხებთ საკითხის ინტერნაციონალიზაციას ხელისუფლებისთვის მტკივნეული მანევრებით.
ამ ორივეს ვრცლად ქვემოთ გავშლი.
დედაქალაქის გაჩერება:
როგორც ვთქვი, 10 დღიანი არდადაგები იძლევა საშუალებას დღეც გამოვიდეთ. დაიკეტოს სანაპიროები და გმირთა მოედანი;
მემარცხენე ჯგუფები, ვინც უკვე დახმარებია მეტროს მემანქანეებს და დასუფთავების თანამშრომლებს გაფიცვაში, უნდა ელაპარაკონ მათ და ავტობუსის მძღოლებს, რომ გაიფიცნონ.
რა იქნება აქ ხელისუფლების რეაქცია? ცხადია, მეტროს ყველა მემანქანეს ვერ გაუშვებს სამსახურიდან, მაგრამ ამოარჩევს 1 ან 2 ლიდერს, სამაგალითოდ დასასჯელად, რომ მათგან შექმნას წინააღმდეგობის უიმედობის მაგალითი. ჩვენ რა უნდა ვქნათ? ამ დასჯილი თანამშრომლებისგან უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითი: აი გუშინ, ერთ დღეში რომ 100 ათასი თუ მეტი შეგროვდა, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ თუ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, ჩვენგან უფრო მეტს მიიღებენ, ვიდრე ახლა ღებულობენ. “კაი პონტი” უნდა შევთავაზოთ და “კაი პონტი” ყველას უნდა. ყველა სამაგალითოდ უნდა დაფასდეს, ვის სამსახურიდან გათავისუფლებასაც ესენი გადაწყვეტენ.
სულ რამდენიმე დღე თუ გაჩერდა ტრანსპორტი, ნაგვის გატანა და დღის საათებში დაიკეტა საკვანძო ქუჩები, გამორიცხულია ამას რომელიმე ხელისუფლებამ გაუძლოს. მოუწევთ დანებება ან ისეთი მასობრივი ძალადობა, რომელიც სრულ დელეგიტიმაციამდე მიიყვანთ.
საკითხის ინტერნაციონალიზაცია:
ქოცებს დასავლეთის აზრი სულ წიხლზე კიდიათ. უფრო მეტიც, რუსებთან თავს იწონებენ დასავლეთთან კონფლიქტით. აბა ვინ შეიძლება მათზე ზემოქმედება იქონიოს? თუ რამდენიმე დღით გადაიკეტება სატრანზიტო გზები (რკინიგზა და ავტობანი), სომხეთი და აზერბაიჯანი დაიწყებს შიმშილს, ხოლო თურქეთს სერიოზული დისკომფორტი შეექმნება. ამ ქვეყნის ლიდერებს მოუწევთ დაურეკონ კობახიძეს და მოსთხოვონ გამოსავლის სასწრაფოდ მოძებნა.
ლოჯისტიკურად როგორ უნდა მოხდეს ეს? ყველას რომ დედაქალაქისკენ ვექაჩებით, სახლებში რომ ვიტოვებთ, რატომ არის დეცენტრალიზაცია შეუძლებელი? ბათუმელებმა პორტიდან გამოსასვლელი რკინიგზა და მაგისტრალი რომ გადაკეტონ, ქუთაისელებმაც იგივე, რუსთაველებმა წითელი ხიდი, რატომ არ შეიძლება? თქვენ გგონიათ, რომ ყველა ამ ლოკაციაზე ხალხის დასაშლელად რობოკოპები ეყოფათ? არ ეყოფათ!
მაგალითად, პარასკევს წავა ხალხი საფლავების მოსანახულებლად. ვაცადოთ წასვლაც და წამოსვლაც. სამშაბათს დაბრუნდებიან და ოთხშაბათიდან 24 საათიან რეჟიმში გადავკეტოთ სატრანზიტო ხაზები. მივიტანოთ საჭმელი, კარვები და ყოველივე რაც ადამიანს ადგილზე სჭირდება. ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია, მაგრამ წარმოუდგენლად რთული ორგანიზებულობა და დაგეგმვა, მართვა სჭირდება.
ჰოდა როგორ უნდა მოხერხდეს ეს? ახლა ვართ კრიზისში, ხოლო კრიზისში 37 სულიანი საბჭოები, სადაც 38 სხვადასხვა აზრია, სადაც ადამიანებს თავიანთი ეგოები უღვივდებათ, სრულიად გამოუსადეგარი მექანიზმია (ამას ხილულადაც ვხედავთ). რომის რესპუბლიკაში, კრიზისის დროს ირჩევდნენ ადამიანს, რომელსაც ნახევარი წლით აძლევდნენ აბსოლუტურ ძალაუფლებას. თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროშიც, კრიზისების დროს გადაწყვეტილებების მიღების უფლება თავმოყრილია ერთი ადამიანის ხელში.
მაგალითად, ვირჩევთ და სრულ ნდობას ვუცხადებთ X პიროვნებას. ამ პიროვნებას ყავს დიდი საბჭო ან ბევრი მოადგილე. ვინ არიან ესენი? ერთი მემარცხენეების/პროფკავშირების წარმომადგენელი, რომელიც მეტროს, ავტობუსების, დასუფთავების, აეროპორტების ხალხთან ლაპარაკობს; მეორე, ვინც კარგად იცის საგზაო ინფრასტრუქტურა და ყოველთვის ზუსტად იტყვის რა ადგილზე არის საკომუნიკაციო ხაზების ჩაკეტვა ყველაზე ეფექტური; მესამე, ვინც სოციალურ მედიას მართავს სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციისთვის; მეოთხე, ვინც პოლიციას და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, რათა გვითხრას მათგან სად რას უნდა ველოდეთ; მეხუთე, ვისაც აქვს სათანადო კონტაქტები და შეუძლია კომუნიკაცია სამღვდელოების ჯანსაღ ნაწილთან; მეექვსე, ვინც შემოწირულობებს, ბიზნესთან ურთიერთობას და ფინანსებს კურირებს; ინფრასტრუქტურის მქონე ყველა პოლიტიკური პარტიიდან თითო წარმომადგენელი, რათა რეგიონებში მათმა აქტივმა მიიღოს და ეფექტურად განახორციელოს დავალებები; ყველა დიდი NGO-დან თითო წარმომადგენელი, რომლებიც ველზე (ძირითადად თბილისში) სამუშაო დავალებებს მიიღებენ და განახორციელებენ. მათსავე პასუხისმგებლობაში იქნება (ისედაც არის) პროტესტების დროს დაკავებული ადამიანების სამართლებრივი დაცვა და ჯანმრთელობის საკითხები.
ყველა ეს ადამიანი, კომპეტენციის ფარგლებში, რჩევას გაუწევს X ლიდერს, მისცემს რეკომენდაციას, თავის სფეროში მიიღებს დავალებას და განახორციელებს. გადაწყვეტილება იქნება X ლიდერის ხელში და მას არანაირი დამტკიცება და კონსენსუსი არ სჭირდება.
გარდა ამისა, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში უნდა შეიქმნას მცირე ზომის, ხუთკაციანი საკონსულტაციო საბჭო, სადაც შევა ერთი ეკონომისტი, ერთი დიპლომატი, ერთი უშიშროების ექსპერტი, ერთი სამხედრო და ერთიც პოლიციელი. ამ საბჭომ უნდა დაინახოს, წლის ბოლომდე, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში რუსეთისგან წამოსული საფრთხეები და დასახოს მათი თავიდან აცილების ეფექტური გზები, რათა ტრანზიციის პროცესს მოუმზადებლები არ შევხვდეთ, როგორც 2014 და საქართველო 1991 წელს. სასურველია, პრეზიდენტის ინსტიტუტის დახმარებით, ამ შესაძლო საფრთხეების წინსწრებით კომუნიკაცია მოხდეს დასავლელ პარტნიორებთან და თავშივე იყოს გაწერილი ტრანზიციის გეგმა. მე აქ დავხატე, ჩემი აზრით, მოქმედების იდეალური სცენარი. სამყაროში იდეალური არაფერია და ზემოხსენებულის ნახევარიც რომ მოვახერხოთ, ერთ კვირას ვერ გაუძლებენ ქოცები. მთელი ქვეყანა, გეოგრაფიულადაც, ფეხზე დადგება. განცდა მაქვს, რომ არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება იყოს ლიდერი X. გუშინ რომ დავწერე რა უნდა გაგვეკეთებინათქო, მითხრეს, ამდგარიყავი და შენ გაგეკეთებინაო. კაი ბატონო, თუ დამავალებთ ავდგები და ვიქნები ეგ ლიდერი X, საერთოდ არ მეშინია. მე პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არასდროს მქონია, მაგრამ ამ ქვეყანაში (მათ შორის პოლიტიკურ ლიდერშიპში) არიან ხალხი, რომლებსაც კერძო თუ სახელმწიფო სექტორში კრიზისები უმართავთ და რომაელებივით მივანიჭოთ მას ნახევარწლიანი (ან ბევრად მოკლე) ძალაუფლება. ასეთი იერარქია საფრთხესაც შეიცავს და აი რატომ: დღეს ხელისუფლებამ არ იცის ვის წააჭრას თავი, რადგან პროტესტი არ იმართება, მას თავი არა აქვს. როდესაც ჩნდება თავი, მეტადრე ეფექტური თავი და ის ქმნის საფრთხეს, ამ თავს აჭრიან. ლიდერი X-მა თუ წარმატებებს მიაღწია, მას აუცილებლად დაიჭერენ, მაგრამ აქ უნდა არსებობდეს ალტერნატიული გეგმები. მაგალითად, საფრთხის შემთხვევაში ლიდერი X-ის ქვეყნიდან გაყვანა (აგერ აიათოლა პარიზში მყოფი მოვიდა ხელისუფლებაში); მისი დაჭერის შემთხვევაში, ალტერნატიული ლიდერი X-ები 1, 2, 3… თუ ახლა ყველა დაიჭირეს და ის საბჭოც მიაყოლეს, მაშინ გაფორმდა უკვე ავტორიტარული რეჟიმი და დაიწყება აჯანყება. ლიდერი X-ის არჩევას გააადვილებს ის ფაქტი, თუ ის დადებს საჯარო პირობას, რომ არჩევნებში კენჭს საერთოდ არ იყრის. ამ შემთხვევაში, ეჭვიანობა და ახალი დიქტატორის შიში გაქარწყლდება. შეგვიძლია არაფერი ეს არ გავითვალისწინოთ და ვიაროთ პარლამენტთან. მე მაინც მოვალ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის