The Economist-ის ჟურნალისტი: მედინსკიმ უკრაინის დელეგაციას უთხრა, რომ “რუსეთი მზადაა სამუდამოდ იბრძოლოს“

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ უკრაინულ დელეგაციას უთხრა: „შესაძლებელია, რომ ამ მაგიდასთან მსხდომთაგან ზოგიერთმა კიდევ უფრო მეტი საყვარელი ადამიანი დაკარგოს. რუსეთი მზადაა სამუდამოდ იბრძოლოს“ – ამის შესახებ ინფორმაციას The Economist-ის ჟურნალისტი, ოლივერ კეროლი ავრცელებს.
კეროლი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა პოლიტიკოსმა მოლაპარაკებებზე შვედეთის წინააღმდეგ, ჩრდილოეთის ომი გაიხსენა:
„ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ ერთი, ორი, სამი წელი ვიბრძოლოთ, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს. ჩვენ შვედეთს 21 წელი ვებრძოდით. რამდენ ხანს ხართ მზად ბრძოლისთვის?“ – უთხრა მედინსკიმ უკრაინელებს, ჟურნალისტის ცნობით.
სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები თითქმის 2 საათი მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, გუშინ, 15 მაისს მედინსკიმ განაცხადა, “მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისთვისა და მათი განხილვისთვის”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს