TBC აცხადებს, რომ მუშაობს აპლიკაციაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად

„თიბისი ბანკის“ მომხმარებლები, დღეს, 5 დეკემბერს, დილიდან, ონლაინ საბანკო სერვისების გამოყენებისას ხარვეზებზე იტყობინებიან.
მათი თქმით, ბანკის მობილურ აპლიკაციაში ვერ ახერხებენ სხვადასხვა ოპერაციის, – მაგალითად, გადარიცხვის, – შესრულებას.
ასევე მიუწვდომელია ტერმინალებით გადახდა სავაჭრო ობიექტებში, ბარათზე თანხის არსებობის მიუხედავად.
არის შემთხვევებიც, როცა აპლიკაციაში ბალანსად მომხმარებლებს 0,00 ლარი უჩანთ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში თანხა აქვთ ანგარიშზე.
როგორც ბანკში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ადგილი აქვს ტექნიკურ შეფერხებას და მიმდინარეობს სამუშაოები მის აღმოსაფხვრელად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ