Ryanair ავიაბილეთების ფასის ზრდას აანონსებს

Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ Boeing-ისთვითმფრინავების მიწოდების შეფერხებამ შესაძლოა ზაფხულში ავიაბილეთის ფასის ზრდა გამოიწვიოს. დიდი ალბათობით ზრდა 10%-ი იქნება.

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას მარტისთვის 57 ახალი თვითმფრინავი უნდა მიეღო. მაგრამ ალბათ მხოლოდ 40-45-ს მიიღებს. რადგან სამგზავრო ტევადობა ნაკლები იქნება, ავიაკომპანიას ფასების ზრდა მოუწევს.

10%-იანი ზრდა ოდნავ აღემატება საშუალო წლიურ 3-7%-იან ზრდას, მაგრამ მაინც ნაკლებია ვიდრე 2023 წელს (17%) ზრდა.

უცხოური მედია წერს, რომ სხვა ავიაკომპანიებიც სირთულეებს განიცდიან. მაგალითად, Wizz Air-სთვითმფრინავებთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემები – ძრავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამ ზაფხულს 40 ლაინერის გაჩერება მოუწევს. ასევე მცირდება ფრენების რაოდენობა.
წყარო:avianews