ხონის მერიაში იმდენი დასაქმებულია, შეუძლებელია ადმინისტრაციული შენონები ეყოთ | ენმ აუდიტის დასკვნაზე

ხონის მერიაში დასაქმებულების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რიცხვი იმდენად გაზრდილია, რომ დასაქმებულებს ხონის მერიაში სამუშაო ოთახებიც არ აქვთ.
“ნაციონალური მოძრაობა” თვეებია ადგილობრივი ხელისუფლებიდან საჯარო ინფორმაციის სახით, დასაქმებულების სახელობით სიას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საარჩევნო აქტივს წინასწარ აფინანსებს.
“აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში, რიგ შემთხვევებში იმდენადაა ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილი, რომ სავარაუდოდ აუდიტი ვარაუდობს, რომ შეუძლებელია ხონის ადმინისტრაციული შენონები საკმარისი იყოს ამ ადამიანების განთავსებისათვის, თუნდაც მათთვის კომპიუტერული და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. ერთი წელია ქალაქის მერია უარს ეუბნება ჩვენს საკრებულოს წევრებს ინფორმაციის გაცემაზე, ამ ადამიანების სახელებისა და გვარების გაცემაზე. ეს ადამიანების ან ფიზიკურად არ არსებობენ, ან ვინც არსებობს წინასწარ უკვე ქართული ოცნება ბიუჯეტიდან აფინანსებს” – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ აუდიტის დასკვნის მიხედვით ადმინისტრაციული პერსონალი ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში 25 %-ით ხოლო შრომის ანაზღაურება 71-%-თ გაიზარდა.