სანქციები და სავიზო აკრძალვები ივანიშვილის რეჟიმს – 14 ამერიკელი სენატორის წერილი

ამერიკის ხმა აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით -ს 12 სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ მწვავე წერილს, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები კანონის მიღების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს და ფინანსური მხარდაჭერის გადახედვას ჰპირდებიან.
“ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება”. – ვკითხულობთ წერილში.
ამერიკის ხმის მიერ გავრცელებულ წერილში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი არ ასახევს აშშ-ში მოქმედ არცერთ კანონს და ის მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შეზაზღუდად იქნება გამოყენებული.
“ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს”. – წერენ სენატორები.
ამერიკელი კანონმდებლების თქმით, მმართველი პარტიის მიერ კანონის მიღება ქართველ ხალხს გაუგზავნის მძლავრ მესიჯს, რომ მთავრობა არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, და არ იცავს კონსტიტუციას.
“ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა”. – ვკითხულობთ წერილში.
ამერიკის ხმის ცნობით, წერილის ბოლოს სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ “ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა”.
წერილს ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, ბენ კარდინი, ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი,ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი.
მასალა განახლებადია