ხანძარი ბათუმში | დედა-შვილი დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ხანძრის შედეგად დედა-შვილი დაშავდა. შემთხვევა სვიშევსკის ქუჩაზე მოხდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დედა-შვილი სხეულზე მიყენებული დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.