ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება სტრატეგიული არჩევანია | სი ძინპინი

ს პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება “სტრატეგიული არჩევანია”.
“ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც ორივე მხარის მიერ არის გაკეთებული, ორი ხალხის ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე”, – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის სახელმწიფო მაუწყებელ CCTV-ის ცნობით.
სი ძინპინი ამბობს, რომ ქვეყნებმა უნდა “უწყვეტად გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კავშირების დადებითი ეფექტი” და “გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის” თუ სხვა სფეროებში.
მიშუსტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ მიაღწია “ყველა დროის მაქსიმუმს” მის კოლეგასთან, პრემიერ ლი ჩიანგთან დისკუსიის დროს, ორივე მხარის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით.
მიშუსტინი ჩინეთში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ორი თვის წინ ქვეყანას რუსეთის პრეზიდენტი სტუმრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ