საქართველოს მოქალაქეობის ტესტში აღარ არის კითხვები ოკუპაციისა და სააკაშვილის შესახებ

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებ ტესტებში აღარ არის კითხვები ედუარდ შევარდნაძის, ს, ვარდების რევოლუციისა, რუსული ოკუპაციის და -ს სტრატეგიული პარტნიორების შესახებ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი Эхо Кавказа ქართულ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი 2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.
საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ტესტში იძებნება კითხვები შემდეგი ფორმულირებით:
– რომელ წელს მოხდა საქართველოში?
– ვინ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი?
– ვინ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ?
– რომელი სახელმწიფოს მიერ არის დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული?
– ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, სა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობას?
– ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანაა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?
1 მაისს ამოქმედებულ განახლებულ ვერსიაში კი ზემოხსენებული კითხვები ამოღებულია.