უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით თბილისში მსვლელობა გაიმართა

უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, უფასო სასკოლო კვება შიმშილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობაა.