უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ბოლნისში ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. კაცს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნიადაგზე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა” – აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 11პრიმა,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.