ორშაბათს, 29 აპრილს რუსულ კანონს მეორე მოსმენით იურიდიული კომიტეტი განიხილავს

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტი ორშაბათს, 29 აპრილს დილის 9 საათზე, მეორე მოსმენით განიხილავს.
ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს “ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”.