სურსათის ეროვნული სააგენტო ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი გახდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი გახდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტის ყველა ეტაპი „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის” მიმართულებით და ევროკავშირის ENPARD-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტის, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 აიღო.

საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს ხარისხის მართვის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანების და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკების და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, მომსახურების ისეთი სიsტემების შექმნას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

ასევე დაგაინტერესებთ