სუბარი: გირჩს, მავნებლური ტერმინის, გენდერის გაუქმებაშიც სჭირდება მხარდაჭერა

ერთი საინტერესო და ძალიან სწორი ინიციატივა აქვს გირჩს. ეს ეხება აბსოლუტურად მავნებლური და ხელოვნური ტერმინის გაუქმებას და კანონმდებლობიდან ამოღებას. ეს არის სიტყვა – გენდერი. ამაშიც, ვფიქრობ მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან ყველა ასეთ ტერმინში არის ჩადებული სამომავლო მავნებლობები.
ამბობს ფრაქცია ხალხის ძალის დეპუტატი, სოზარ სუბარი. რამდენიმე დღის წინ, გირჩმა საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმება დააინიცირა. აღნიშნულ ინიციატივას ქართულმა ოცნებამაც დაუჭირა მხარი.