საფრანგეთის საელჩო – ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის – შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია, ბურთი თქვენს მოედანზეა, დროს ნუ დაკარგავთ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის, რაც ყველას ძალისხმევის შედეგია. შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია. ბურთი თქვენს მოედანზეა. დროს ნუ დაკარგავთ. 2024 წელი იქნება გადამწყვეტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ