პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. უნდა მივყვეთ ევროკომისიის ანგარიშს | ლიდერების განცხადებები სამიტის დაწყებამდე

ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ახლა გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები- აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყების წინ.
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან, რომლებმაც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია ჰერცოგოვინაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ:
“ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ახლა გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ სა და მოლდოვასთან, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებითაც. კითხვები და პასუხები ძალიან მარტივია. ჩემმა ქვეყანამ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ევროკავშირის წევრობისგან – სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, ინოვაციებით, მწვანე ინვესტიციებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით. ასე რომ, ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში – ევროკავშირის გარეთ მცხოვრები ხალხი რატომ არ უნდა იმსახურებდეს იმავეს – ნორმალურ ცხოვრებას, კეთილდღეობას, კანონის უზენაესობას და ასე შემდეგ ?! ამბობს ლიეტუვას პრეზიდენტი
ს პრემიერი კაია კალასი კი აცხადებს, რომ ლიდერებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და უნდა მიყვნენ ევროკომისიის რეკომენდაციებს:
“ევროკომისია გამოვიდა ანგარიშით, რომელიც ეფუძნება დამსახურების პრინციპს, მაგრამ ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. უნდა მივყვეთ ევროკომისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ შეასრულა კრიტერიუმები, იმისათვის რომ მასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს მოლაპარაკებები კი რამდენიმე წელი გრძელდება, რაც ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით. მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ახლა, თუმცა ჯერ ძირითად გეგმას მივყვებით; თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, შემდეგ შეიძლება განვიხილოთ სხვა შესაძლებლობები. ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ ცალ-ცალკე და ასევე ერთადაც. წინადადებები დევს მაგიდაზე. მათ შორის არის საქართველოს საკითხი, თუმცა უფრო დიდი პრობლემაა უკრაინისა და მოლდოვას საკითხი. ვნახოთ, რა გამოვა” ამბობს კალასი
იხილეთ ასევე:
· უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზეზი არ არსებობს | ორბანის პოზიცია უცვლელია