ოპონენტების გაშავება, სიძულვილი და აგრესია | “ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი ცნობილია

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი ცნობილია. როგორც მოსალოდნელი იყო შავი პიარის ცნობილ შემოქმედთან, მოშე კლუგჰაფტთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ოპონენტების გაშავების კამპანიას სრული დატვირთვით ამუშავდა და მკაფიოდ გამოჩნდა რა სტრატეგიით აპირებს არჩევნებამდე მისვლას ქართული ოცნება. მმართველი გუნდის ლიდერები ბოლო დღეებია განსაკუთრებული აგრესიით უტევენ პოლიტიკურ ოპონენტებს და გამორჩეული თავდასხმების სერიაში პრემიერი ღარიბაშვილია, რომელიც ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ ისევ აგრესიული ტონით გამოჩნდა.