იურიდიული კომიტეტის სხდომა ანა ნაცვლიშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ოპოზიციონერი დეპუტატები და თამარ კორძაიაც გამოაძევეს.
კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
“ყველანი მოწმე ხართ იმისა, უკვე დღეს, როცა კანონი ჯერ მიღებული არ არის, როგორ ასამართლებენ, როგორ ესხმიან თავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ისინი ამ ქვეყანაში წლებია იცავენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. ასეთი სამარცხვინო, ძალადობრივი და უტიფარი ხელისუფლებისგან. ძალიან ნათელია, რისი შურისძიებაა ეს – ეს არის სამოქალაქო სექტორის მიმართ შურისძიება იმიტომ, რომ ისინი ამხელენ ხელისუფლებას”- თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის შენობასთან დილიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.