თუშეთის გზაზე, სოფელ ლეჩურის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი თუშეთის გზაზე სოფელ ლეჩურის ტყეშია გავრცელებული.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ღია კერა არსებობს, თუმცა, ხანძრის ზონა სოფლიდან ათამდე კილომეტრის დაშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
რთული რელიეფის გამო მძიმე ტექნიკით გადადგილება ვერ ხერხდება და მეხანძრე -მაშველებს სხვა სამსახურებთან ერთად ფეხით უწევთ გადაადგილება, რაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აფერხებს.
კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
ბოლო ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა.
რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ამ ეტაპზე უცნობია.