„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 26 200-ით გაიზარდა

სს „თელასის“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2024 წლის პირველ კვარტალში „თელასმა“ 0,975 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,5% (51 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის მარტის მონაცემებით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,6%-ით (26 200 აბონენტით) გაიზარდა და 756 200 აბონენტი შეადგინა, საიდანაც 677 700 – ფიზიკური პირია, ხოლო 78 500 – იურიდიული პირი.
„2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 914 კმ შეადგინა, რაც 3,1%-ით (207 კმ-ით) აღემატება 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (6 707 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, – აცხადებენ „თელასში“.

ასევე დაგაინტერესებთ