თბილისის მერია – ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
„ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.
პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ „ოცნების“ პირობებში ქვეყანა ევროპისკენ ვეღარ წავა – ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს