“ზეწოლა საქართველოზე იქნება… ფინალზე არც კი ვფიქრობ, რადგან…” – ლუქსემბურგელთა მწვრთნელი თბილისური მატჩის წინ

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა BBC-სთან თავისი ნაკრების განვლილ გზასა და საქართველოსთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ჰოლცი ლუქსემბურგელებს 2010 წლიდან მოყოლებული მოძღვრავს.
“როდესაც ამ გუნდს ჩავუდექი სათავეში, ბევრი რამ უნდა შეგვეცვალა, განსაკუთრებით, ფეხბურთელების მენტალიტეტი.
“აღარ ვნერვიულობთ, მაგრამ გაბედულად ვთამაშობთ. წარსულში ყველაფერი დაცვაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტად ვართ კონცენტრირებული ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე.
ჩვენნაირ პატარა ქვეყანა ისლანდიასთან შედარება? – ძნელია შეადარო ორი განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ისლანდიამ აჩვენა, რა არის შესაძლებელი პატარა ქვეყნისთვის ფეხბურთში თუ ხელბურთში.
ეს არის
მაგალითი, რომელსაც უნდა მივყვეთ იმ მხრივ, რომ განსხვავებას არ ქმნის ქვეყნის ზომა, არამედ მენტალიტეტი.
ლუქსემბურგი არის ქვეყანა მაღალი იმიგრაციით, ჩვენი მოსახლეობის 49% უცხოელია, ამიტომ გვყავს მოთამაშეები სხვადასხვა წარმომავლობით.
იმ დროს, როდესაც ნაკრებს ჩავუდექი სათავეში, სულაც არ მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო განვითარება და წინსვლა, დანარჩენი ყველაფერი მოგვიანებით მოვიდოდა.
თბილისური მატჩი? ვფიქრობ, საქართველოზე ზეწოლა უფრო დიდია. ისინი სახლში არიან და ფავორიტებად ითვლებიან, ამიტომ არც კი ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს რეალურად ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში.
უბრალოდ, ერთი ნაბიჯი მეორის მიყოლებით უნდა გადავდგათ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ”, – თქვა ჰოლცმა.