კურტუამ ტრავმა მოირჩინა და შეიძლება “კადისთან” ითამაშოს

“რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მეკარე ტიბო კურტუამ ტრავმა მოირჩინა და შეუძლია 4 აპრილს “კადისთან” ითამაშოს.
ტრავმის და მენისკზე გაკეთებული ოპერაციის გამო ბელგიელს ამ სეზონში არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.
“კურტუა მწყობრში ჩადგა. ვფიქრობ, მომავალ კვირაში დასაბრუნებლად მზად იქნება. “კადისთან” თამაში შეუძლია”, – თქვა ანჩელოტიმ “სოსიედადთან” შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.