ეშინიათ პატრონების – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ეშინიათ პატრონების – ოპოზიციაზე
მაშინ როდესაც მართლა იზრდებოდა ფასები და სერიოზული პრობლემა იყო კოვიდ პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში, მათ ეს ფასები ამგვარად არ გახსენებიათ და კამპანიურად ამაზე არ უსაუბრიათ, ხოლო როდესაც პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე ელემენტარულად კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერ რაიმე ნორმას, ცუდი რომ არის ამაზე ვერ სცემენ პასუხს, იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ თავისი პატრონების, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყო ოპოზიციის მიერ ფასების თემის აწევის მიზანი ლგბტ პროპაგანდის გადაფარვა.
მდინარაძის თქმით, ფასების ზრდა ნამდვილად ცუდია და ამაზე მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული პასუხები და ასევე კონკრეტულ პასუხებს ელიან ოპოზიციისგან ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
„ეს არის რეალობა, ეშინიათ პატრონების, რომლებსაც ვერ უბედავენ იმის შეკითხვასაც კი, რომ მოდი ვიტყვით, რომ ცუდია ლგბტ პროპაგანდა და ამას საერთო არაფერი აქვს უფლებებთან და აქ ეშინიათ ქართველი ხალხის რისხვის. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა დღემდე რომ გაურბიან და მიკიბვ-მოკიბვით საუბრობენ ამ თემაზე, თითქოს აქტუალური არ არის. ჩვენ ხომ ეს თემა წამოვწიეთ და ვთქვით, რომ ეს არის თანამედროვე სამყაროს უმწვავესი პრობლემა და ამაზე პასუხი იქიდან არ არის. მათ ამის საპასუხოდ წამოწიეს, რომ ფასების ზრდა არის ცუდი, ჩვენ ვპასუხობთ, დიახ ფასების ზრდა არის ცუდი, განსაკუთრებით ეს სიცუდე თავს იჩენდა პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ახლა გვაქვს კონკრეტული პასუხები. მათი კამპანია სპეკულაციურია, მაშინ როდესაც ვერ ამბობენ თავისი პატრონების შიშით, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა.“- აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

29 აპრილს ხალხი გამოვა სწორედ იმიტომ, რომ იმ ნაწილს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა და ოჯახის სიწმინდისა და გამჭვირვალობას წინააღმდეგია, უთხრას – „არა“ და აჩვენოს, რომ დამოუკიდებელი, ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველო სურს

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება