“ერევანი დასავლელების დაპირებებს დაყოლილი ცვლის საგარეო-პოლიტიკურ კურსს” – ლავროვი

ს საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში ერევანთან მოსკოვის ურთიერთობებზეც საუბრობს და სომხეთის ხელისუფლებას საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო საყვედურობს.
“სამწუხაროდ, ოფიციალური ერევანი, დასავლელების დაპირებებს დაყოლილი, ცდილობს შეცვალოს თავისი საგარეო-პოლიტიკური კურსი. ცვლის დროში გამოცდილ სამოკავშირეო ბმას მოსკოვთან, თან დასავლეთის კონკრეტულ კი არა, მხოლოდ ბუნდოვან დაპირებებზე. სტრატეგიული შემობრუნების კურსის გასამართლებლად, ისინი ცდილობენ, რუსეთს გადააბრალონ რესპუბლიკის ყველა უბედურება, მათ შორის ყარაბაღის დაკარგვა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საჯაროდ რუსეთის შეშფოთებაზე, ახლა აზრი არ აქვს სომხეთის ხელისუფლების არამეგობრული ნაბიჯების ჩამოთვლას“, – ამბობს ლავროვი კრემლის მიერ კონტროლირებულ საინფორმაციო სააგენტო “ტასსთან” ინტერვიუში და აცხადებს, რომ სომხეთი რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად რჩება და დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულე დროებითია.
„ახლა სომხეთი მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა და მათი შეჩერება დასავლელი მოთამაშეების მიერ ვერ გამოვიდა. და ევროკავშირი, რუსეთისგან განსხვავებით, არ ისწრაფვიან რესპუბლიკაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მათი ამოცანა სრულებით სხვაა – შეავიწროონ მოსკოვი და სხვა რეგიონული მოთამაშეები, შექმნან დაძაბულობის ახალი კერა ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის შემდეგ. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ადვილია – შესრულდეს ერევანი-ბაქო-მოსკოვის სამმხრივი შეთანხმება უმაღლეს დონეზე“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი ლავროვის თქმით, სომხეთში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნის მიზანშეწონილების განხილვა მავნებლობაა. მისი თქმით, ბაზა იქ 1995 წლის 16 მარტის შეთანხმების საფუძველზეა განთავსებული და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის „ელემენტს შეიცავს“.
ლავროვი საუბრობს ასევე სომხეთსა და ნატოს თანამშრომლობის საკითხზე. მისი თქმით, წელს ერევანი ალიანსის ორგანიზებულ რამდენიმე ათეულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, აგრძელებს თავისი შეიარაღების მოდერნიზებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში. „ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ჩვენი სომეხი კოლეგების ყურადღება, რომ ნატოს ჭეშმარიტი მიზანია, გააძლიეროს თავისი პოზიციები რეგიონში და შექმნას პირობები მანიპულაციისთვის, „დაყავი და იბატონეს“ სქემით. იმედი მაქვს, ერევანმა იცის, რომ ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავება იწვევს სუვერენიტეტის დაკარგვას ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, – ამბობს ლავროვი.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომისა და მომდევნო წლებში სასაზღვრო შეტაკებების შემდეგ, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები გაცივდა.
· სომხეთი ათწლეულების განმავლობაში სრულად რუსეთის სამხედრო ძალაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ რუსეთის ყურადღების ში კონცენტრირების შემდეგ, რუსეთი სომხეთს არათუ არ ეხმარება, არამედ ვერ აწვდის იმ იარაღსაც კი, რაშიც სომხეთის მთავრობას ფული აქვს გადახდილი.
· ახლა ს მთავრობა ამბობს, რომ ცდილობს უსაფრთხოების სექტორის დივერსიფიცირებას. მათი ხედვით, არასწორი იყო პოლიტიკა, როდესაც მხოლოდ ერთ ძალაზე – რუსეთზე – იყვნენ დამოკიდებული.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გამონათქვამები, რომ ერევანმა მთიან ყარაბაღზე თავად თქვა უარი და რუსეთს თავისი შეუსრულებელი პირობები შეახსენა.
ნიკოლ ფაშინიანი მიმდინარე კვირაში სანქტ-პეტერბურგში ევრაზიული კავშირის ეკონომიკური საბჭოს სხდომას დაესწრო და ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსაც, შეხვდა.