“ელიტარულ ოჯახებს თბილისში ამიერიდან გაუჭირდებათ ფულის სესხება მევახშეებისგან” – დათო გამცემლიძე

გუშინ, კეკელიძის ქუჩის ბინიდან გამოსახლებულმა ელიტარულმა ოჯახმა და იმ ქალმა, რომელმაც ეს ბინა აუქციონზე შეიძინა (არავითარი კავშირი ამ ქალს ფულის სესხება-გასესხების ისტორიასთან არ ჰქონია) მიაღწიეს შეთანხმებას, რომ „ვერელი ოჯახი“ 1 თვის განმავლობაში გადაუხდის 90 000 დოლარს და ამ შემთხვევაში ბინა უბრუნდება.
ბინის ახალი მესაკუთრე ამ კომპრომისზე მთლად ნებაყოფლობით არ წავიდოდა. აიძულა იმან, რაც ყველამ ვიხილეთ გუშინ მთელი დღის განმავლობაში მაგრამ….რა ქნან იმ „უბრალო“ ადამიანებმა, ათასობით რომ ასახლებენ ბინებიდან, თუმცა არა ჰყავთ „გავლენიანი“ წრე, რათა „მოიყვანონ“ ტელეჟურნალისტები, მოიყვანონ NGO-ები და ეს გამოსახლება დღის თუ კვირის მთავარ ნიუსად აქციონ? ათასობით გამოსახლებიდან ოდესმე დაინტერესებულან ასე (!)…….ან „ასე“ ან საერთოდ „როგორმე“ გაუშუქებიათ ეს ათასობით ტრაგედია? მიტინგები მოუწყვიათ? არა რასაკვირველია, მაგრამ აქ ელიტარული ვერელი ოჯახის „გავლენიანმა“ წრემ იმუშავა. ან ხომ არ გგონიათ „ჩვეულებრივ“ მსესხებელს, ვისაც ასეთი წრე არ ეყოლებოდა, ეს ჩვენი დიდებული სასამართლო, დიდებული „სააღმსრულებლო ბიურო “ 6 წლით (!) და ხუთჯერ გადაუვადებდა გამოსახლებას? არა რასაკვირველია. . . . . . . . . . . . . . . . ოღონდ სამართლიანობა, უსინდისობის, უტიფრობის, „შერჩევითობის“ და ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგ ზოგჯერ მიხვეულ-მოხვეული გზებით მოძრაობს, – „ურმით მიდის“, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაღწევს: მთელი ეს ისტორია იმ შედეგს გამოიღებს (თანაც პირველად, ესოდენ „ფართოდ გაშუქებული“), რომ ელიტარულ ოჯახებს თბილისში ამიერიდან გაუჭირდებათ ფულის სესხება მევახშეებისგან როგორც არ უნდა სჭირდებოდეთ. იმიტომ, რომ მევახშესაც და ბანკსაც ეცოდინება, რომ ელიტური ოჯახი გამოიყენებს მის გავლენიან წრეს, შეძლებს მედიის მობილიზებას, შეძლებს NGO-თა მობილიზებას და ბინის წართმევა გაუჭირდება ან წლობით გაეწელება. ამიტომ ამ მევახშისგან უბრალო, არაელიტური ოჯახები უფრო შეძლებენ სასიცოცხლოდ აუცილებელის სესხების აღებას, რაკი მევახშეს ეცოდინება, რომ ამ უბედურებს არ მიუწვდებათ ხელი მედიაზე, არ მიუწვდებათ ხელი გავლენიან NGO-ბზე და ბინიდან იოლად გამოაგდებენ. Paradox
სხვა ლოგიკა სამწუხაროდ არ მოქმედებს ამ დამპალ და უსამართლო სოციუმში!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ეძგვერაძე „ქართულ ოცნებას“ – სტუმარ-მასპინძელიც შეცვალეთ, ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ თქვენი პროპაგანდისტული სიტყვებით, მშობლებს შვილები დაუპირისპირეთ, ახალგაზრდებს უპირისპირდებით