ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადი კიდევ ერთი წლით შეჩერდეს, თუმცა ევროკავშირში წარმოებული აგრარული პროდუქციის დასაცავად მექანიზმები ამოქმედდეს

ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადი კიდევ ერთი წლით შეჩერდეს, თუმცა ევროკავშირში წარმოებული აგრარული პროდუქციის დასაცავად მექანიზმები ამოქმედდეს
ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადი კიდევ ერთი წლით შეჩერდეს, თუმცა ევროკავშირში წარმოებული აგრარული პროდუქციის დასაცავად მექანიზმები ამოქმედდეს.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის „გაძლიერებული დამცავი მექანიზმი“ ევროპელი ფერმერების ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული.
„ამ მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ 2022-2023 წლებში უკრაინიდან ევროკავშირში ზოგიერთი აგრარული პროდუქციის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განახლებული სავაჭრო ზომები შეიცავს გაძლიერებულ დამცავ მექანიზმს. ეს იძლევა სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას, თუ ევროკავშირის ან რომელიმე წევრი ქვეყნის ბაზარზე სიტუაცია გართულდება“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიის რეკომენდაციით, სამი ტიპის პროდუქციისთვის – ქათმის ხორცისთვის, კვერცხისა და შაქრისთვის გათვალისწინებულია „საგანგებო შეჩერების“ მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, უკრაინიდან ამ პროდუქტების იმპორტის მოცულობის ზრდა საექსპორტო გადასახადის აღდგენას გამოიწვევს.
ახლა ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპარლამენტმა, ევროკავშირის საბჭომ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ.
ცნობისთვის, ევროკავშირსა და ს შორის ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმი 2022 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდა. ამასთან, ევროპელი ფერმერების უკმაყოფილების გამო, 2023 წელს ევროკავშირმა რამდენიმე თვით გააუქმა შეღავათები რამდენიმე სახის აგრარულ პროდუქციაზე.