დიმიტრი ხუნდაძე – ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები და წარმოდგენას დგამენ, თითქოს „ლელო“ „ნაცმოძრაობას“ ემიჯნება, პრეზიდენტი მესამე ძალას ქმნის და გახარია „ზურგით დგას“ რადიკალურ ოპოზიციასთან – ეს ყველაფერი უნიჭო სატყუარაა

გლობალურმა ომის პარტიამ, ადგილობრივი აგენტურის – რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით, განიზრახა ქართველ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტი ჩამოართვას და ამისათვის შტურმი ბიძინა ივანიშვილზე მიიტანეს. ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები, ყველაფრის მკადრებლები და წარმოდგენას დგამენ, თითქოს “ლელო” ნაცმოძრაობას ემიჯნება, პრეზიდენტი მესამე ძალას ქმნის და გახარია “ზურგით დგას” რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, , სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის რადიკალური ძალები, რომლებიც ცდილობენ გაემიჯნონ “ნაციონალურ მოძრაობას”, სინამდვილეში სწორედ ამ პარტიას წარმოადგენენ. ხუნდაძის განმარტებით, აღნიშნული პარტიები ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან, ვინაიდან ოპოზიციისთვის ის აღმოჩნდა კედელი, რომელიც მშვიდობას, განვითარებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
“გლობალურმა ომის პარტიამ, ადგილობრივი აგენტურის – რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით, განიზრახა ქართველ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტი ჩამოართვას და ამისათვის შტურმი ბიძინა ივანიშვილზე მიიტანეს. ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები, ყველაფრისმკადრებლები და წარმოდგენას დგამენ, თითქოს “ლელო” „ნაცმოძრაობას“ ემიჯნება, პრეზიდენტი მესამე ძალას ქმნის და გახარია “ზურგით დგას” რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი უნიჭო სატყუარაა, რაზეც საზოგადოება არ “წამოეგება”. ისინი ერთიან, დიახ, „ერთიან ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ. ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან იმის გამო,რომ ის მათთვის კედელი აღმოჩნდა. ეს “კედელი” 2012 წელს მან ხალხთან ერთად ააგო და მყარ ფუნდამენტზე დგას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, რეალურ სუვერენიტეტს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ქვეყნის უწყვეტ, მრავალმხრივ განვითარებას. უსამშობლოობა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უპირობო მორჩილება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების პირდაპირ ეთერში დევნა, ქუჩაში განაჩენები,და ქართველი ხალხის ღირსების აყრა, საქართველოში ვეღარ დაბრუნდება. ამის გარანტი კი ს მიერ 2012 წელს ხალხთან ერთად უკვე მოგებული ბრძოლაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისევ ხალხთან ერთად 2024 წელსაც არჩევნებში კიდევ ერთხელ დაიცავს. ის, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი აუცილებლად მოიგებს, ეს ოპოზიციამაც და მათმა პატრონებმაც კარგად იციან. ამიტომ ისინი არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და “გაყალბებულ არჩევნებზე” ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ