“დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით, შეჩერებულია” – რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი?

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უკ­რა­ი­ნას სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის ბოლო პა­კე­ტი გა­დას­ცა, რის­თვი­საც და­ფი­ნან­სე­ბა იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, – ამის შე­სა­ხებ თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ჯონ კირ­ბიმ გა­ნა­ცხა­და.
თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ასე­თი პროგ­რა­მე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა ამო­ი­წუ­რა.
“დიახ. ჩვენ გა­ვე­ცით მა­რაგ­ში არ­სე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის ბოლო პა­კე­ტი, რომ­ლის­თვი­საც და­ფი­ნან­სე­ბა გვქონ­და“, – თქვა კირ­ბიმ.
მისი თქმით, ამ­ჟა­მად რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომში უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კონ­გრეს­მა იმოქ­მე­დოს.
“დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვაწ­ვდი­დით, ახლა უკვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რუ­სე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ იზ­რდე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ -ს კონ­გრეს­მა იმოქ­მე­დოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნა­ზე, რათა შემ­დგო­მი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღოთ“, – გან­მარ­ტა ჯონ კირ­ბიმ.
მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნას დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზამ­თრის თვე­ებ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ „ოცნების“ პირობებში ქვეყანა ევროპისკენ ვეღარ წავა – ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს